Monday, November 3, 2014

1 პროექტის სახელწოდება:საქართველოს ტურისტული ზონები მაღალმთიან რეგიონებში.

2 პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:საქართველოს მაღალმთიან რაიონში არსებული  კულტურული ძეგლების გაცნობა და მათი  პოპულარიზაცია.


3 პროექტის აქტუალობა: კულტურული ძეგლებს მონახულება, დეტალურად მათ ისტორიას და გეოგრაფიულ მდებარეობას გაცნობა,მოძიებული მასალის მიხედვით მათი პოპულარიზაცია.

4 პროექტის მიზნები: გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოს  მაღალმთიან რეგიონში შემორჩენილი კულტურული  მემკვიდრეობის და მისი მნიშვნელობის შესახებ, მეტად გაუფრთხილდებიან ამ მემკვიდრეობას;მოძიებული მასალით და შექმნილი პრეზენთაციით ხემისაწვდომს გახდიან ინფორმაციას.



5 მონაწილეთა ასაკი:14-15 წელი; VIII კლასი.

6 ვადები/ხანგრძლივობები:2014-2015 სასწავლო წელი.

7 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:  შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, შეიქმნება ვებ-გალერეა აღნიშნული ადგილების ფოტო მასალითა და ნახატებით; მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას აღნიშნული ადგილის შესახებ, ეს პრეზენტაციებიც განთავსდება პროექტის საიტზე.

8 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ენციკლოპედია,ფოტოაპარატი .კომპიუტერი,დაფა, ცარცი .

9 პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
 მოსწავლეები სწავლობენ მაღალმთიან რეგიონებში  ქართულ მემკვიდრეობას. მის ისტორიას, მოიპოვებენ თქმულებებს და რეალურ ფაქტებს ამ ადგილებთან დაკავშირებით, მის როლს საქართველოსა და  ისტორიაში და ლიტერატურაში.სასწავლო პროცესის განმავლობაში შესრულებული კვლევების შემდეგ ეწყობა ექსკურსია , სადაც მოსწავლეები ატარებენ პატარა კვლევას, იღებენ ფოტოსურათებს და განათავსებენ მათ ვებ-გვერდის გალერეაში. მოსწავლეებს აგრეთვე შეუძლიათ დაწერონ ლიტერატურული ესეები და მეცნიერული სტატიები ამ ადგილის შესახებ, გამოიკვლიონ მისი გავლენა საქართველოსა ცხოვრებაზე.

10 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში (შეისწავლიან რა ადგილის ისტორიას და მის როლს საქართველოსა და მსოფლიოს ისოტირაში), გეოგრაფიაში (ამ ადგილის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრითა და მდებარეობისა და კლიმატის გავლენით მასზე), ლიტერატურაში (ამ ადგილის მნიშვნელობის განსაზღვრით ქართულ ლიტერატურაში, თუ რომელი მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა, რა თქმულებები თუ ხალხური შემოქმედების ნიმუშებია მასზე შექმნილი), ხელოვნებაში ( ამ ადგილების ამსახველი ნახატების, კინო-ფილმებისა თუ სპექტაკლების მიმოხილვით, ნახატების შესრულებით, ფოტო - გადაღებებით.), საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში ამ ადგილებზე მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა.

11 პროექტის ხელმძღვანელი:მაკა სანიკიძე

12 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:makasanikidze@gmail.com

13 პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://makasanikidze.blogspot.com/